პოლიტიკა

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა აღიარონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ჯო ბაიდენმა უარყოფითი პასუხი გასცა.

29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარონ.

„არაერთხელ შევახსენებ მსოფლიოს, რომ აუცილებელია საბოლოოდ აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორისტი სახელმწიფო, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო. ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს ასახავს იმ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და რომლის გავრცელება ევროპაში სურთ. ეს იურიდიულად უნდა გაფორმდეს“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...