პოლიტიკა

ჰოლანდიის გალერეის “სამოყვარულო” ძარცვა – ენდი უორჰოლის მოპარული და დაზიანებული პრინტები

ქურდებმა პარასკევს დილით, ნიდერლანდებში, ოისტერვიიკში, MPV გალერეა გაძარცვეს. ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით მათ ააფეთქეს კარები და მოიპარეს ენდი უორჰოლის ორი ტრაფარეტული პრინტი, არტისტის 1985 წლის “მმართველი დედოფლების“ (Reigning Queens) სერიიდან.

მოპარულ ნამუშევრებზე დედოფალ ელისაბედ II-ისა და დანიის ყოფილი დედოფლის მარგარეტე II-ის პორტრეტებია გამოსახული. ქურდებმა სიჩქარეში დედოფალ ბეატრიქსისა და ესვატინის დედა დედოფლის ნტომბი ტფუალას პრინტები დაზიანებულ მდგომარეობაში ქუჩაში დატოვეს.

გალერეის მფლობელმა მარკ პიტ ვისერმა ძარცვა „სამოყვარულოდ“ შეაფასა და განაცხადა, რომ აფეთქებამ დააზიანა გალერეა და მასთან ახლოს მდებარე მაღაზიები. მან ასევე აღნიშნა, რომ გალერეაში დარჩენილ სხვა ნამუშერვებს ქურდებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს მათი კედლიდან მოხსნის მცდელობისას.

ქურდობის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, „მაგრამ უცნაურია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს“’- განაცხადა ჰოლანდიელმა ხელოვნების დეტექტივმა.
„ეს არ არის ჩვეული ხელოვნების ნიმუშების ქურდობისთვის,“- თქვა არტურ ბრენდმა, რომელიც ცნობილია დაკარგული პიკასოსა და ვან გოგის ნამუშევრების საქმის გახსნით.

პოლიციამ მოითხოვა მოწმეები, მას შემდეგ რაც ექსპერტებმა პარასკევს ძლიერ დაზიანებული გალერეა დაათვალიერეს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია