პოლიტიკა

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, HIMARS-ის კიდევ 4 სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, HIMARS-ის კიდევ 4 სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს 1000 ვაზნას, ახალი ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომელსაც უკრაინას დასავლელი მოკავშირეები აწვდიან.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ახალი საარტილერიო სახის დახმარება უფრო მეტად ზუსტია, ვიდრე წინა დახმარება, რომელიც პენტაგონმა წარმოადგინა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია