პოლიტიკა

ბალტიის ზღვაში, ლატვიის სანაპიროსთან კერძო თვითმფრინავი იდუმალ ვითარებაში ჩამოვარდა

ბალტიის ზღვაში, ლატვიის სანაპიროსთან კერძო თვითმფრინავი იდუმალ ვითარებაში ჩამოვარდა. დასავლური მედიის ცნობით, თვითმფრინავი ესპანეთში აფრინდა და მისი არასტაბილური ფრენის დასაკვირვებლად ჰაერში ნატო-ს სამხედრო თვითმფრინავები აფრინდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, გერმანიის ქალაქ კიოლნში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ კურსი შეიცვალა და ბალტიის ზღვის მიმართულებით გაფრინდა.

ნატო-ს პილოტები და შვედეთის ოფიციალური პირები, რომლებიც თვითმფრინავს თვალყურს ადევნებდნენ, კაბინაში ვერავის ხედავდნენ.

სამაშველო ჯგუფები ლატვიიდან, შვედეთიდან და ლიეტუვიდან მალევე მივიდნენ კატასტროფის ზონაში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსთან.

​შვედეთის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ლარს ანტონსონმა თქვა, რომ თვითმფრინავი საწვავის ამოწურვის შემდეგ ჩამოვარდა, თუმცა ადამიანთა ნაშთები ნაპოვნი ამ დრომდე არ არის.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია