პოლიტიკა

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბრძოლაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” იყენებს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით , რუსეთი ბრძოლაში იყენებს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, იმისათვის, რომ გააძლიეროს ფრონტის ხაზი.

“ვაგნერი აქვეითებს რეკრუტირების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და ადრე შავ სიაში შეყვანილ პირებს. ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც ბრძოლაში, რეგულარული რუსული სამხედრო ძალების დასაყრდნობს. “– წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

“ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, ლუჰანსკში, “ვაგნერის” მიერ ჩატარებული ოპერაციისთვის, რუსეთის ფედერაციის გმირი გახდა.

ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, ასეთი ქმედება გამოიწვევს კონფლიქტს რუს სამხედროებსა და “ვაგნერის” მებრძოლებს შორის. რაც უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო მორალზე. 

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია