პოლიტიკა

„გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“

კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსამსახური სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

მან სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს.

„გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“- წერია დროშაზე.

ცნობისთვის, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული კუნძული ზმეინი რუსმა სამხედროებმა დღეს კვალვ დაბომბეს.

დაბომბვის შემდეგ უკრაინის დამცველებმა კუნძულზე დროშა ხელახლა აღმართეს.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია