პოლიტიკა

დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსული “ურაგანის” ტიპის რაკეტები დონეცკის ოლქში, ხუთსართულიან კორპუსს მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად კორპუსი ჩამოინგრა.

ავლო კირილენკომ “ტელეგრამის” გვერდზე აღნიშნა, რომ აფეთქება ქალაქ ჩასივ-იარში მოხდა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის დადასტურებულია, რომ 6 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი – დაშავდა, ხოლო მოსახლეობის ინფორმაციით, სულ მცირე, 34 ადამიანი სავარაუდოდ, ნანგრევებშია ჩარჩენილი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია