თურქული კომპანია Baykar-ი რუსეთს საბრძოლო უპილოტო საფრენ Bayraktar TB2-ს არ მიჰყიდის.
ამის შესახებ BBC-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სალუქ ბაირაქტარმა განუცხადა.
“ფული ჩვენთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, უკრაინასთან ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა წლებია, გრძელდება. ამიტომაც რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, მოსკოვისთვის დრონების გადაცემაზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენი უპირობო მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარესაა, რომელიც ძალიან უსამართლო, აგრესიულ და უსაფუძვლო თავდასხმას განიცდის” – განაცხადა ჰალუკ ბაირაქტარმა.
ცნობისთვის ივლისში კრემლის პროპაგანდა ირწმუნებოდა, რომ “ბაირაქტარსა” და მოსკოვს შორის თანამშრომლობის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და რომ ამის შესახებ თავისი პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტმა ერდოღანმაც განაცხადა, რომელმაც ვითომდა თქვა, რომ “რუსეთი დაინტერესებულია თურქული “ბაიტრაქტარების” წარმოებით”.
“ბაირაქტარების” შემქმნელი ძველ სტამბოლში დაბადებული ინჟინერი სელჩუკ ბაირაქტარია. საჯარო საუბრებში მას თავდაცვის სექტორის სწრაფად განვითარების პიონერად ნათლავენ. ამასთან, 2019 წელს მთავრობამ 98 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა უფრო მეტად განევითარებინა სამხედრო ტექნიკა.
სელჩუკი პროფესიით სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორია, მან განათლება თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სელჩუკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა, მან 2016 წელს გაზაფხულზე იქორწინა თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილზე სიუმეიეზე.