პოლიტიკა

კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს. კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყანაში ბირთვული იარაღის მარაგი „გეომეტრიული პროგრესიით“ უნდა გაიზარდოს.

27 მარტს კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა ბირთვული იარაღის მიღებას შეიარაღებულ ძალებში და მოისმინა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის მოხსენება ბოლო წლების პროგრესის შესახებ ქვეყნის ბირთვული შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაძლიერებასთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხედროებს „იდეალური“ მზადყოფნისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ გამოიყენონ ბირთვული იარაღი „ნებისმიერ დროს“, „ნებისმიერ ადგილას“ და ასევე ისაუბრა „ატომური ძალების მუდმივი გაძლიერების“ აუცილებლობაზე, რომ ძალამ „მტრები შეაშინოს“ და დაიცვას ქვეყნის ხელისუფლება, სისტემა და ხალხი.

ამავდროულად, კიმ ჩენ ინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ და ქვეყნის ბირთვული ძალების „მტერი“ თავად ომი და, ზოგადად, ბირთვული კატასტროფაა, ხელისუფლება კი იბრძვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია