პოლიტიკა

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის ადაპტირებულია

ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის მზადაა. როგორც ლუკაშენკომ თქვა, თვითმფრინავების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან ის ივნისის ბოლოს შეთანხმდა.

“ჩვენ პუტინთან ერთად ოდესღაც პიტერში განვაცხადეთ, რომ Su-24-ის ბელარუსულ თვითმფრინავებს განვაახლებთ იმისათვის, რომ მათ ბირთვული იარაღის გადატანა შეძლონ. რა გგონიათ, უბრალოდ ვყბედობდით? ყველაფერი მზადაა!” – თქვა ლუკაშენკომ.

გამოცემა RBK აზუსტებს, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან Su-24 ჯერ კიდევ 2012-ში გაიყვანეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ ბელარუსის სახელისუფლებო გამოცემა ბელტამ ლუკაშენკოს ციტატიდან Su-24-ის ხსენება ამოიღეს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია