პოლიტიკა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და მას რუსეთის მიერ კონტროლირებადი, ყირიმის საოკუპაციო მთავრობაც ადასტურებს.

საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია