რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის დასახლებული რაიონები. ნიკოპოლში სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი, დაშავდა.
განგაშის სიგნალი ისმოდა რივნის ოლქში მდებარე ქალაქ სარნაშიც, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინული სამხედრო ობიექტი დაბომბეს.
200-მდე რაკეტა ისროლეს ზაპოროჟიეს ქალაქ ორეხოვოს მიმართულებითაც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზეც.
„დღეს გავმართე სხდომა თავდაცვისა უსაფრთხოების სექტორთან. სხდომას ესწრებოდნენ შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა და სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები. ყველა საკითხი, რომელიც სხდომაზე განვიხილეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალების გასაჯაროება არ შემიძლია, მაგრამ გარწმუნებთ, ოკუპანტები ამ სხდომის შედეგებს საკუთარ თავზე მალე გამოცდიან. ჩვენს ქალაქზე განხორციელებული თავდასხმების გამო, არცერთი ტერორისტი პასუხგაუცემელი არ დარჩება. ისინი პასუხს მიიღებენ ზაპოროჟიეს, ორეხოვის, ხარკოვისა და დონბასისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.