პოლიტიკა

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო ​უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპ ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.

ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის იტალიელ კოლეგა ლუიჯი დი მაიოსთან ერთად კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს დაადასტურა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, თავად ის ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს.

„მეორე მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინული გული იხლიჩება პაპის სიტყვების გამო. ეს უსამართლობა იყო. ამასთან, გაუგებარია პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი მოეხსენიებინა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს” -განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ რომის პაპს არასდროს მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება ომის კონკრეტულ მსხერპლთათვის.

24 აგვისტოს რომის პაპი რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე ალექსეი დუგინის ქალიშვილის მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა: „მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან”.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია