პოლიტიკა

რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა.

მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან შეავსოს.

„რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც წესი, შედგება 15 000-20 000 ჯარისკაცისაგან, მაგრამ რუსეთს, ალბათ, გაუჭირდება ამ მასშტაბამდე მე-3 არმიის კორპუსის მიყვანა, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში ნებაყოფლობით ბრძოლაში ჩართვის ძალიან შეზღუდულ სახალხო ენთუზიაზმს,“ – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

მათივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-3 არმიის კორპუსის ეფექტი გადამწყვეტი იყოს ბრძოლისთვის.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია