პოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს

ოკუპანტების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ „ტელეგრამში“ დაწერა.

„კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია