პოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში ორი უნივერსიტეტი დაბომბეს

მიკოლაივის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ორი უნივერსიტეტი დაბომბეს.

„ტერორისტი რუსეთი დღეს მიკოლაივის ორ დიდ უნივერსიტეტს დაესხა თავს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი თავს ესხმიან ჩვენს განათლებას. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, გამოაცხადონ რუსეთი ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში, ტერორისტად“, – წერს კიმი.

გუბერნატორი სოციალურ ქსელში დაბომბვის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა მიკოლაივის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა. მისი თქმით, დაბომბვის ადგილებზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

“ჯერჯერობით ცნობილია ორი დაშავებულის შესახებ. ამჯერად “რაშისტები” მიკოლაივს დილის 07:50 წუთზე დაესხნენ თავს, კარგად იცოდნენ, რომ იმ დროს უკვე ბევრი ხალხი იყო ქუჩებში. ნამდვილი ტერორისტები!”- აცხადებს ალექსანდრ სენკევიჩი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია