ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
„გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობისთვის დაწყებულია (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შემთხვევის ადგილი პოლიციის ოფიცრებმა და პროკურორებმა ერთობლივი ძალებით დაათვალიერეს