დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მტრის შეტევა რამდენიმე რაიონში წარმატებით მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და მიკოლაივის ოლქების მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ასევე შეტევის განახლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე და გარკვეულ მიმართულებებზე ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.
გასული დღის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 25 სარაკეტო და 22-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ხარკოვის, დმიტროვკას, კონსტანტინოვკას, ზელენოპოლიეს, ზაიცევოს, კოდემას, სოლედარის, მიკოლაივის, ვოზნესენსკის, ოჩაკოვის და ბეზიმიანის დასახლებებში.
„სევერსკის მიმართულებით მტერმა 10-ზე მეტი დასახლების სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა დაარტყა დემენტიევკას, ნოვოეს, ოდნორობოვკას, ბორშჩევას, სოსნოვკას, უდის, რუსკი ტიშკის, პიტომნიკის, რუსკა ლოზოვაიას, სლობოჟანსკოეს, მომოტოვოს, პეტროვკას, ბაირაკის, გუსაროვკას და ჩეპილის დასახლებების ტერიტორიებს.
„სლავიანსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა დაბომბეს კრასნოპოლიეს, დიბროვნოს, ვერნოპოლიეს და ბოგოროდიჩნოეს დასახლებები და საჰაერო დარტყმა განახორციელეს დმიტროვკას დასახლებაზე. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა დაბომბა პისკუნოვკას, დონეცკის, კრივოი ლუკას, სევერსკის და სპორნოეს ტერიტორიები“, – აცხადებენ უწყებაში.
გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით რამდენიმე დასახლება დაბომბეს და საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
„ავდიივკას მიმართულებით, ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან დაიბომბა დასახლებები : კრასნოგოროვკა, მარინკა, ავდიივკა და ვოდიანოე. ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერმა ნოვოპოლისა და ნოვოსელკას ტერიტორიები დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას, აკონტროლებენ გარკვეულ ხაზებს და ხელს უშლიან მტრის წინსვლას უკრაინის ტერიტორიაზე.
„ჩვენი ჯარების ნაწილებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის შეტევა ბახმუტის მიმართულებით, ბახმუტის, ვესელაია დოლინას, ზაიცევოს, კოდემასა და სოლედარის დასახლებებში, ასევე ავდიივკას მიმართულებით, პერვომაისკის, ვოდიანოეს და ნეველსკოეს დასახლებების ტერიტორიებზე“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში, სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელა, რის მიზანსაც ცოცხალი ძალის, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის, ასევე სამხედრო ობიექტების განადგურება წარმოადგენდა.