პოლიტიკა

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. ამის შესახებ TMZ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ლას-ვეგასში შეუღლდა და ქორწინების მოწმობაც აიღო. ლოპესს და აფლეკს ან მათ წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2022 წლის აპრილში განაახლა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია