პოლიტიკა

103 მილიონ დოლარად გაყიდული ნობელის მედალი და დახმარება უკრაინელ ბავშვებს

Novaya Gazeta-ს მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა, რომელმაც გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, ნობელის მედალი 103,5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. თანხას კი გადასცემს UNICEF-ის საერთაშორისო დახმარების ფონდს უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ Novaya Gazeta აქტიურად აშუქებდა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების სამხედრო დანაშაულებს. თუმცა რუსეთში ომის ცენზურის პირობებში, როდესაც “ჯარისკაცების დისკრედიტაცია” აიკრძალა, Novaya Gazeta იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია