პოლიტიკა

1941 წლის 26 დეკემბერს, უინსტონ ჩერჩილის ვიზიტიდან 81 წლის გასვლის შემდეგ, კონგრესში პირველად გამართა შეხვედრა მიმდინარე ომში მყოფი ქვეყნის უცხოელმა ლიდერმა

  1941 წლის 26 დეკემბერს, კონგრესში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ვიზიტიდან 81 წლის გასვლის შემდეგ, კონგრესში პირველად გამართა შეხვედრა მიმდინარე ომში მყოფი ქვეყნის უცხოელმა ლიდერმა,
  შეგახსენებთ, 1941 წელს კონგრესში გადაწყდა, რომ ნაცისტური გერმანიის ბოროტების იმპერია უნდა დამარცხებულიყო.
  81 წლის შემდგომ, ვოლოდიმერ ზელენსკის კონგრესში ვიზიტისას, შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ რუსეთის ბოროტების იმპერიის ომში დამარცხება გადაწყდა.
როგორც ცნობილია, კონგრესში, ზელენსკის გამოსვლას წინ უძღოდა მოლაპარაკებების გამრთვა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ აშშ-მ გამოხატა მზადყოფნა უკრაინას მიაწოდოს ყველა სახის შეიარაღება, რომელიც საჭიროა რუსეთის ომში დასამარცხებლად.
 რაც მთავარია, კონგრესში ზელენსკის გამოსვლისას, ამერიკელმა კონგრესმენებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორპარტიული და  შეუქცევადი იქნება, იქამდე სანამ რუსეთის ფედერაცია ომში არ დამარცხდება და ამავდროულად, ომის დასრულების შემდეგაც, როდესაც უნდა დაიწყოს ომით დაზიანებული უკრაინის აღორძინება.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია