პოლიტიკა

2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს. ასეთი შედეგის მისაღწევად იგეგმება: “პრეზიდენტის ნამდვილი მხარდამჭერების მობილიზაციით, ადმინისტრაციული და კორპორატიული მობილიზაციით, ელექტრონული ხმის მიცემით.”

წყაროს ინფორმაციი, ამისთვის “პოზიტიურ ფონად” ფორუმ-გამოფენა “რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და “ბოლო წლების მიღწევების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.” პუტინმა ამავე გამოფენაზე შესაძლოა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ განაცხადოს, მაგრამ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია