დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ისევ გაიზარდა.
თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანები.
თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც 23,831 ადამიანი ემსხვერპლა.
სამაშველო ოპერაცია უკვე 6 დღეა გრძელდება. ნანგრევებიდან ამოიყვანეს არაერთი გადარჩენილი. თუმცა ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი უახლოეს დღეებში მკვეთრად გაიზრდება.
თურქეთი: დაღუპულთა რიცხვი, CNN-ს ცნობით 20,318-ის, ხოლო დაშავებულების 80,052
სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3,513-მდე გაიზარდა, მათ შორის 2,166 მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებშია აღრიცხული.
5 158-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც, საიდანაც 2 258 მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და 2 900 — მეამბოხეებისაზე.