პოლიტიკა

2 906-მა ეთნიკურად სომეხმა დატოვა ყარაბაღის რეგიონი

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით ყარაბაღის რეგიონი 2 906-მა ეთნიკურად სომეხმა დატოვა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთის ტერიტორიაზე ყარაბაღის 2 906 მცხოვრები შევიდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშანიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებაა მზადაა, “სიყვარულით მიიღოს ძმები და დები ყარაბაღიდან“.

არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეთნიკური წმენდის შიში აქვთ.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...