პოლიტიკა

30 აგვისტოს ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ

30 აგვისტოს ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ. 

The Vostok რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. 

Financial Times წერს, რომ სამშაბათს დაგეგმილი სწავლება კრემლის გეგმაა, აჩვენოს, რომ საქმე ძველებურადაა, მიუხედავად იმისა, რაც უკრაინაში ხდება. 

წინა წვრთნებზე, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, 300 000 სამხედრო მონაწილეობდა რუსეთის, ჩინეთის და მონღოლეთის მხრიდან. 

დასავლელი ოფიციალური პირები და თავდაცვის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, აჩვენონ “მეგობრობა საზღვრებს გარეშე”. ის ასევე ხაზს უსვამს კრემლის შესაძლებლობას, დაამყაროს კავშირები არადასავლელ პარტნიორებთან, ბელარუსის და ინდოეთის ჩათვლით, რომლებიც წვრთნებს შეუერთდებიან. 

ოფიციალურმა პეკინმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მონაწილეობა აღმოსავლეთის წვრთნებში “არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალურ ვითარებასთან”. ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასულ წელს ჩაატარეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ამაში ვერ ხედავს ვერაფერს ახალს და მნიშვნელოვანს.

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, “ის ფაქტი, რომ Vostok ნიშნავს აღმოსავლეთს, ამბობს ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა”. ის უთითებს მოსკოვის მხარდაჭერაზე ჩინეთისადმი, როცა აშშ-ის კონგრესის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ვლადიმირ პუტინმა პელოსის ვიზიტს “ფრთხილად დაგეგმილი პროვოკაცია” უწოდა. 

“რუსეთმა წააგო საინფორმაციო ომი დასავლეთთან, ახლა პუტინი აღმოსავლეთს აჩვენებს, რომ რუსული ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება: “ჩვენ უკრაინაში ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ვართ ძლიერები და ვაპირებთ, რომ გავიმარჯვოთ””. – ამბობს ანალიტიკოსი. 

თავისი სიძლიერის საჩვენებლად, გასულ კვირას ორმა რუსულმა საზღვაო კოლონამ სოიას სრუტეში გაიარა. ინფორმაცია იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. სრუტე რუსეთს და იაპონიას ერთმანეთისგან ყოფს. იაპონური მხარის ცნობით, კოლონები წვრთნების ადგილისკენ მიდიოდნენ. 

მიუხედავად ამისა, ვინაიდან რუსული არმიის 3/4 უკრაინაში იბრძვის, ანალიტიკოსების შეფასებით, აღმოსავლეთის წვრთნები “სამხედრო თეატრი” იქნება”. 

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია