პოლიტიკა

“7 საათიანი დაბომბვის შემდეგ მშვიდობიანად გამოვედით” – “კავკასიის ლეგიონის” ქართველი მებრძოლები

“კავკასიის ლეგიონის” მეთაური ლადო გამსახურდია “ფეისბუქზე” წერს, რომ ქართველი მებრძოლები ურთულესი საბრძოლო დავალებიდან, შვიდსაათიანი დაბომბვის შემდეგ, უდანაკარგოდ გამოვიდნენ.

“7 საათიანი დაბომბვების სერიის მერე გამოვედით მშვიდობიანად დავალებიდან.

გვბომბავდა როგორც არტილერია, ასევე ჰაერი (ვერტმფრენი). ვიბომბებოდით: კასეტური ჭურვებით, ნაღმმტყორცნებით და ტანკებით. ყველანი ცოცხლები ვართ შეგვემჩნევა მსუბუქი “კანტუზიის” ნიშნები. გავივლით ხვალ მედიკოსებთან პროცედურას” – წერს ლადო გამსახურდია.

ასევე ნახეთ

პაკისტანის განცხადებით, ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 46

პაკისტანის განცხადებით, ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაშავდა 46. ინდოეთის შინაგან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია