პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას მოითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან 2025 წლისთვის უფასო ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს. აფხაზების მოთხოვნამ რუსი საზოგადოება აღაშფოთა. რუსები მიიჩნევენ, რომ უფასოდ ვერავინ ვერაფერს მიიღებს და აფხაზებმა საკუთარი საჭიროებებისთვის უნდა გადაიხადონ. ინფორმაცია რუსულ და აფხაზურ საიტებზე ვრცელდება.

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთისგან 2025 წლისთვის 327 მილიონი კილოვატ/საათში სჭირდება.

“ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე ყველა ტექნიკური პროცედურა დასრულებულია, შესაბამისი განცხადებები გადაგზავნილია რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია არანაირი დადასტურება”, — ამბობს ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჯანსუღ ნანბა.

ამჟამად ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია წინასწარი გადახდის საფუძველზე მიეწოდება, “ინტერ რაოს” გამგეობის წევრის ალექსანდრა პანინას განმარტებით, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის.

სექტემბრიდან რუსეთმა გააყინა სოციალური გადასახადები, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტიდან მოდიოდა აფხაზეთში სახელმწიფო თანამშრომლებისთვის ხელფასების გადასახდელად და მათ დაიწყეს ელექტროენერგიის კომერციული ღირებულებით მიწოდება. მაგრამ აფხაზზეთი რუსეთისგან სუბსიდიების მიღების იმედს არ კარგავს.

აფხაზების მოთხოვნამ მედიასა და სოციალურ ქსელებში რუსები აღაშფოთა.

“რა ქედმაღალი უნდა იყო, რომ რუსეთისგან უსასყიდლოდ ითხოვო.”
“ეს არის აფხაზების თავხედობა, შეიძლება ითქვას სრული თავხედობა.”
“უფასოდ რატომ? მშობლიურ ქვეყანაში ვცხოვრობ და ზამთარში, ელექტრო გათბობით, თვეში 15-18 ათასამდე გამოდის!”
“ჩვენ ყველაფერს უსასყიდლოდ ვაძლევთ, რუსეთი ყველასთვის გულუხვია, მაგრამ არა საკუთარი ხალხისთვის, დავიღალეთ ამ “მეგობრებისგან”, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩვენი მეგობრები!”, — წერენ რუსი მოქალაქეები სოციალურ ქსელში

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები უნდა გაიმართოს

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები „საქართველოში მშვიდობიანი პროევროპელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია