პოლიტიკა

აფეთქება თურქეთის მაღაროში – დაიღუპა 40 ადამიანი

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია