მას შემდეგ, რაც პოლიცია აგრძელებს ლევისტონში ეჭვმიტანილის ძებნას, ადგილობრივმა სკოლებმა გააუქმეს გაკვეთილები და დახურეს სკოლები.

შემთხვევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საუბარი გამართა შტატის გუბერნატორთან, სენატორთან და კონგრესმენთანდა საჭიროების შემთხვევაში სრული ფედერალური მხარდაჭერა შესთავაზა.

პოლიცია ხალხს მოუწოდებს, თავდამსხმელის დაკავებამდე სახლში დარჩნენ და ფრთხილად იყვნენ.

მსროლელი თავს დაესხა რესტორანსა და ბოულინგის დარბაზს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაიჭრა