პოლიტიკა

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.

მფრინავი ობიექტი „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. აშშ და კანადა კვლავ მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ნარჩენების აღმოსაჩენად, ძებნა შეფერხებულია არქტიკული პირობების გამო.

ამერიკელმა სამხედროებმა პირველი მფრინავი ობიექტი 4 თებერვალს ჩამოაგდეს, მეორე და მესამე კი – 10 და 11 თებერვალს. აშშ-ში თქვეს, რომ აღნიშნული ობიექტები, სავარაუდოდ, ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთებია.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია