ეგვიპტეში, ალექსანდრიასთან ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს გვირაბი, რომელმაც არქეოლოგები შესაძლოა კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანოს ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, გათხრებს ტაპოსირის მაგნაში სან-დომინგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი კეტლინ მარტინესი ხელმძღვანელობს, რომელიც ეგვიპტეს უკანასკნელი დედოფლის საფლავს 2005 წლიდან ეძებს. მისმა გუნდმა ტაძრის ქვეშ, 13 მეტრის სიღრმეზე მდებარე გვირაბი აღმოაჩინა, რომლის სიგრძეს 1 305 მეტრს აღწევს, სიმაღლე კი 2 მეტრს შეადგენს. გვირაბში ასევე აღმოაჩინეს ორი ალებასტრის თავი, რომლებიც 2 მეტრის სიმაღლეზეა დამაგრებული. მარტინეს გვირაბს „საინჟინერო სასწაულს“ უწოდებს.
მას სჯერა, რომ კლეოპატრა და მისი ქმარი მარკუს ანტონიუსი ტაპოსრის მაგნაში, ოსირისი ტაძრის ქვეშ არიან დამარხულები, სადაც მდინარე ნილოსი ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. თუმცა ცნობილია, რომ 1303 წლამდე იქ სულ მცირე 23 მიწისძვრა მოხდა, ამიტომ ტაძრის ნაწილი ჩაიძირა. არქეოლოგების მუშაობის შემდეგი ეტაპი წყალქვეშა სამუშაოები იქნება. მათ იმედი აქვთ, რომ კლეოპატრას აკლდამას სწორედ აქ აღმოაჩენენ.