პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის 44.9 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი – 40.6 მილიარდი აშშ დოლარი.

დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი კატაკლიზმებით ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში.

სამხედრო სექტორის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა 858 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 118 მილიარდი დოლარით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით.

სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერების მიზანი კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაგზავნაა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ თვეების განმავლობაში კამათობენ იმაზე, თუ რა თანხა უნდა დაიხარჯოს სამხედრო და არასამხედრო პროგრამებზე.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...