პოლიტიკა

აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-მა სანქციები დაუწესდა ოლიგარქებს — ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს, ასევე 19 სხვა ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას.

 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

 მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოლდოვაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერისთვის.

“იმედი მაქვს, რომ ეს სანქციები მაგალითი იქნება მოლდოვის სასამართლო სისტემისთვის, რომელმაც საბოტაჟი მოახდინა და აჭიანურებდა სისხლისსამართლებრივ დევნას”, — აღნიშნავს მაია სანდუ.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია