აშშ-მა უკრაინას $2,17 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო. კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტებს, ფრენის 150-კილომეტრიანი რადიუსით. გარდა ამისა, პაკეტში შედის Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, Puma უპილოტო საფრენები, Javelin და ჭურვები HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.
“შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს მსოფლიოს შეკრებას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენელი სოლიდარობა ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან. მივესალმებით 50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინის სოლიდარობისთვის, რომელიც იცავს თავის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მხოლოდ რუსეთს შეუძლია დღეს დაასრულოს თავისი არაპროვოცირებული ომი. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ ვიქნებით ერთიანები უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც ამას დასჭირდება”, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.