პოლიტიკა

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს

აშშ დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნული ტექნიკა გასაშლელი ხიდების დასამონტაჟებლად.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო მხარდაჭერის ბოლო პაკეტი, რომლის შესახებ ვაშინგტონში 24 თებერვალს გამოაცხადეს, ორი მილიარდი დოლარის ღირებულების იყო და მასში უპილოტო საფრენი აპარატები, დრონების საწინააღმდეგო შეიარაღება, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა შედიოდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია