პოლიტიკა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას „ენერგოატომი“ და საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ეს რაფაელ გროსის მეორე ვიზიტია სადგურზე მას შემდეგ, რაც ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ევროპის უმსხვილეს ბირთვულ ელექტროსადგურზე არსებულ სიტუაციას შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ზაპოროჟიეს სადგურზე საერთაშორისო სააგენტოს მუდმივმოქმედი მისია მუშაობს.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია