პოლიტიკა

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა შენობები. სტიქიამ გამოიწვია მეწყერიც. შედეგად, პაკისტანში რამდენიმე ავოტომაგისტრალზე მანქანების მოძრაობა შეუძლებელი გახდა. მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. მიწისძვრა იგრძნობოდა ინდოეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და თურქემენეთშიც.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...