პოლიტიკა

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დეივ მილნი ოჯახთან ერთად სათხილამურო კურორტზე ისვენებდა, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 

ოჯახი სათხილამურო გაკვეთილებზე მიდიოდა, როდესაც მათ თოვლის საწმენდი მანქანა დაეჯახა. მამა შვილებს გადაეფარა და ასე გადაარჩინა, თუმცა თავად საწმენდი მანქანის ქვეშ აღმოჩნდა. 

მაშველებმა პატარა გოგონა მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ დეივმა მანქანის ქვეშ საათზე მეტი გაატარა. საბოლოოდ, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია