პოლიტიკა

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები სოჭში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

   სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ლიდერები სოჭში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

  როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იყო 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესრულების პროცესი.

 „მხარეები შეთანხმდნენ ძალის გამოყენებისა ან მისი გამოყენების მუქარისგან თავის შეკავებაზე, ყველა პრობლემური საკითხის მხოლოდ ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე გადაჭრაზე. ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებისთვის აქტიური მზადების მნიშვნელობას რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ურთიერთმისაღები გამოსავლის ძიება.

 აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საზოგადოების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და რელიგიურ ლიდერებს შორის რუსეთის ხელშეწყობით დიალოგის გასაგრძელებლად; ასევე პარლამნეტთაშორისი სამმხრივი კონტაქტების დაწყების მნიშვნელობაზე.

 აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, მომავალში ყველა ზომით გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია