პოლიტიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის.

„ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება. აზერბაიჯანის არმიის ზოგიერთი პოზიციები, თავშესაფრები და საყრდენი პუნქტები დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მხრიდან ინტენსიური დაბომბვის სამიზნე გახდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აუცილებელ ზომებს იღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების ჩასახშობად და სამხედრო შეტაკებების მასშტაბების გაფართოების თავიდან ასაცილებლად.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია