აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან.
როგორც სომხური მედია წერს, „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს“. მათივე ცნობით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულბიც. სომხური მედია წერს, რომ თავდასხმა დღეს დილით მოხდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ყარაბაღში პროვოკაცია სომხურმა მხარემ მოაწყო“. მათივე ინფორმაციით, „აზერბაიჯანულმა ძალებმა გაანადგურეს დივერსანტები, რომლებიც ლაჩინის გზის გვერდის ავლით ცდილობდნენ ყარაბაღში იარაღის და საბრძოლო მასალის შეტანას“.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, როდესაც აზრებაიჯანის ძალები შეეცადნენ ავტომობილის გაჩერებას, რომელსაც სომხური სანომრე ნიშნები ჰქონდა, მათ მანქანიდან ცეცხლი გაუხსენს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.