პოლიტიკა

აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან.

როგორც სომხური მედია წერს, „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს“. მათივე ცნობით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულბიც. სომხური მედია წერს, რომ თავდასხმა დღეს დილით მოხდა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ყარაბაღში პროვოკაცია სომხურმა მხარემ მოაწყო“. მათივე ინფორმაციით, „აზერბაიჯანულმა ძალებმა გაანადგურეს დივერსანტები, რომლებიც ლაჩინის გზის გვერდის ავლით ცდილობდნენ ყარაბაღში იარაღის და საბრძოლო მასალის შეტანას“.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, როდესაც აზრებაიჯანის ძალები შეეცადნენ ავტომობილის გაჩერებას, რომელსაც სომხური სანომრე ნიშნები ჰქონდა, მათ მანქანიდან ცეცხლი გაუხსენს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია