პოლიტიკა

BBC – ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა

 ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ასობით მოქალაქე კი დაშავდა. „ბიბისის“ ცნობით, სტიქია კუნძულ იავაზე მოხდა. მისი სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას აღწევდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო.

 ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ცდილობენ, ნანგრევებიდან გამოიყვანონ გადარჩენილი მოქალაქეები.

როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

ოფიციალური პირები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები, ხოლო სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...