პოლიტიკა

ბელარუსში დაადასტურეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს

ბელარუსის სამხედროებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება მოხდა, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული დრონები.

„დღეს ღამით, 5 სექტემბერს, დაფიქსირდა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატების მიერ“, – ნათქვამია ბელარუსის საჰაერო ძალების მეთაურის პირველი მოადგილის განცხადებაში.

„მივიღეთ გადაწყვეტილება მათი განადგურების შესახებ. საჰაერო თავდაცვის ძალების დროული მოქმედებით შედეგად ყველა სამიზნე განადგურდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მან არ დააზუსტა, ვისი იყო ეს უპილოტო საფრენი აპარატები, გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, დღეს ღამით რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეღწევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მონიტორინგის პროექტმა „ბელარუსკი ჰაიუნი“. პროექტის შეტყობინების მიხედვით, შაჰედის ტიპის „კამიკაძე“ დრონები გამანადგურებლებმა გომელის მახლობლად ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...