პოლიტიკა

„ბიბისი“ – აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას

აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს.

მედიის ცნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა ქვეყანაში დაახლოებით 5 000 პირის შესვლა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მონაწილეობას იღებდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში და ამაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

როგორც “ბიბისი” წერს, ამავდროულად, შეერთებულ შტატებს არ სურს, გზა დაუკეტოს იმ პირებს, რომლებიც რუსეთში იდევნებიან და ვისაც საფრთხე ემუქრება.

„ჩვენ გვსურს, გავავლოთ მკაფიო ზღვარი რუსეთის მთავრობასა და რუსეთში მცხოვრებ ხალხს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ბიბისის“ ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი და პოლონეთი რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის მომხრენი არიან, განსაკუთრებით ტურისტებისთვის. ფინეთმა მკვეთრად შეამცირა ვიზების გაცემა. აკრძალვის წინააღმდეგ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და მთლიანად ევროკომისია გამოდიან.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია