პოლიტიკა
EPA-EFE/ABIR SULTAN

ბოლო მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის ომს ისრაელში 1900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღევანდელი, 11 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის ომს ისრაელში 1900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ალჯაზირა” ავრცელებს.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელში, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა. ამის საპასუხოდ, ისრაელის ჯარები მეხუთე დღეა ღაზას სექტორზე დარტყმას აგრძელებენ, რის შედეგადაც, სულ მცირე 950 პალესტინელია დაღუპული.

„ჯარისკაცებს სამოსზე თავიანთი სახელები ეწერათ და ასე მოვახერხეთ მათი იდენტიფიცირება, თუმცა, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მათი იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს”, – განუცხადა ისრაელის სამაშველო განყოფილების თანამშრომელმა “ალჯაზირას”.

აღსანიშნავია ისიც, რომ 9 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორისთვის ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება შეწყვიტა.

“ღაზას სექტორის ერთადერთი ელექტროსადგური და ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი საწვავი 10-12 საათში ამოიწურება”, – განუცხადა პალესტინის ენერგეტიკული ორგანოს თავმჯდომარემ ტაფერ მელჰემმა რადიო “პალესტინის ხმას”.

შეგახსენებთ, რომ ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში და ომის დაწყების შესახებ ოფიციალური განაცხადება მოჰყვა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია