პოლიტიკა

ბრიტანეთი უკრაინას 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში უკრაინას ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს.

მათივე განმარტებით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებზე გამართული დისკუსიების შესახებ ესაუბრა.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული ტერიტორიების უკან დაბრინებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ლიდერებმა უკრაინიდან მარცვლეულის რაც შეიძლება სწრაფად გატანის მნიშვნელობაც განიხილეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა აქვს პარტნიორებთან და მზად არის, დაეხმაროს უკრაინას ნებისმიერი გზით.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია