პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსეთს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

უკრაინაში ხელახლა შეჭრისა და არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო, ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

ახალი აკრძალვები მოიცავს ექსპორტის აკრძალვას მთელი რიგი საქონლისა და ტექნოლოგიების, თვითმფრინავის საწვავის ექსპორტზე და რუსეთში ბრიტანული ფუნტის, ან ევროს ექსპორტზე, ან გამოყენებაზე.

აკრძალული პროდუქტების სიაში შედის საქონელი, პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღში, ნავთობის გადამუშავების დამატებით პროდუქტებსა და ტექნოლოგიაში, და კრიტიკული ინდუსტრიის პროდუქტებსა და ტექნოლოგიაში.

შეტყობინება კრძალავს რუსეთში წარმოებული, ან იქ შეტანილი ისეთი საქონლის იმპორტს, შეძენას ან მიწოდებას, რომლითაც ვინმემ შესაძლოა მოგება მიიღოს.

ახალი სანქციები შეზღუდვებს აწესებს, ასევე ტექნიკური დახმარების, ფინანსური დახმარების, ფონდების და საბროკერო მომსახურების სფეროშიც.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...