პოლიტიკა

ბრიტანეთის დაზვერვა -​ რუსი ოკუპანტები ​სევერსკის აღებას თუ მოახერხებენ, ბახმუტი ​გახდება ​მათი შემდეგი სამიზნე დონბასში

რუსი ოკუპანტები ​სევერსკის აღებას თუ მოახერხებენ, ბახმუტი გახდება მათი შემდეგი სამიზნე დონბასში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო ცნობების მიხედვით, რუსული არმია ნელა მიიწევს წინ დასავლეთისკენ, ლისიჩანსკიდან სევერსკის მიმართულებით საარტილერიო და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაეხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის.

ბრიტანელების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სევერსკი კონტროლქვეშ აღმოჩნდება, შემდეგი სამიზნე ბახმუტი იქნება.

სადაზვერვო ცნობებში ასევე მითითებულია, რომ კუნძულ ზმეინიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთი ცდილობს, უარყოს ფაქტი, ამ ტერიტორიის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნების თაობაზე.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია