პოლიტიკა

ბრიტანეთის დაზვერვა – შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდებს მორიგი საფრთხე დაემუქრა

   რუსული და უკრაინული საინფორმაციო წყაროებოს ცნობით, 18 ნოემბერს, თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უმსხვილესი ბაზაა.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფლოტმა თავისი საზღვაო ოპერაციების დიდი ნაწილი ნოვოროსიისკში მას შემდეგ გადაიტანა, რაც ზაფხულში, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ბაზას უკრაინელემა დაარტყეს.

 „რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, შეშფოთებული იქნება იმ საფრთხი გამო, რომელიც ნოვოროსიისკში განლაგებული სადესანტო ხომალდების ფლოტილიას შეექმნა. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ყირიმის ხიდი დაზიანდა, უკრაინაში მყოფი რუსული არმიის მომარაგების პროცესში ეს ხომალდები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თუმცა ისინი გაცილების გარეშე შედარებით დაუცველნი არიან,“ –  აღნიშნულია 22 ნოემბრის რელიზში.

 დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ 18 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ნებისმიერი სახით იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას ნოვოროსიისკის პორტისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია, რუსეთისთვის კიდევ ერთ სტრატეგიულ გამოწვევად იქცევა და შავ ზღვაში მის ისედაც შემცირებულ გავლენას კიდევ უფრო დაასუსტებს.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია